TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა ემპოლისთან მატჩისთვის მზად იქნება

ტიმოთი ვეას სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი მოედანზე დაბრუნება ემპოლისთან მატჩისთვის იგეგმება.

Tuttosport-ის ცნობით, ვეა ორშაბათიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და სერია ა-ს მომდევნო ტურისთვის ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ემპოლისთან მატჩში თამაშს ხეფრენ ტურამი. ის ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს და დიდი ალბათობით ტურამი გუნდს ან პსვ-ს, ან ნაპოლისთან მატჩში დაუბრუნდება.