TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიკო გონსალესი ტრავმირებულია…

იუვენტუსის გარეამრბმა ნიკო გონსალესმა ჩილესთან მატჩის მსვლელობისას ტრავმა მიიღო და მისი თამაში ემპოლის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც მას კოლუმბიასთან მატჩი გაუცდება და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ემპოლის წინააღმდეგ თამაშს.

გონსალესის გარდა, ამ მომენტისთვის გუნდის ლაზარეთში რჩებიან კონსეისაუ, ვეა, ტურამი და მილიკი, ხოლო დანილო ნაკრებიდან გუნდს უშუალოდ მატჩის დღეს დაუბრუნდება, ამიტომ ბიანკონერის დახმარებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს.