კონსეისაუ მინიმუმ 5 მატჩს გამოტოვებს
Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანცისკო კონსეისაუ ტრავმის გამო მინიმუმ 5 მატჩს გამოტოვებს.
წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 20-30 დღე ვერ შეძლებს, ამ დროის განმავლობაში კი ბიანკონერის სერია ა-ში ემპოლის, ნაპოლისა და ჯენოას, ჩემპიონთა ლიგაზე კი პსვ-სა და ლაიფციგის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ფრანცისკო გუნდს დიდი ალბათობით კალიარის წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება, რომელიც 6 ოქტომბერს არის ჩანიშნული.