TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კალაფიორის ტრანსფერზე მუშაობას წყვეტს

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ბოლონიას შორის რიკარდო კალაფიორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, როსობლუ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს და მისი ფასი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ უფრო გაიზრდება, ტურინული გრანდი კი აუქციონში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კალაფიორის ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა არსენალის იაკუბ კივიორი გახლავთ, რომლის გაფორმება იუვენტუსს დაახლოებით 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.