TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

11 წლის შემდეგ, იუვე იტალიაში ხელფასებზე ყველაზე მეტს აღარ ხარჯავს

იუვენტუსი სერია ა-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაზე აქტიური გუნდი იყო და კრისტიანო ჯუნტოლიმ არა მხოლოდ შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება, არამედ გუნდის სახელფასო ჭერის შემცირებაც შეძლო.

ტურინული გრანდი მიმდინარე სეზონში ხელფასებზე Tax-ების ჩათვლით 129 მილიონ ევროს დახარჯავს, რაც სერია ა-ში მე-2 მაჩვენებელია. 11 წლის შემდეგ პირველად, ტურინული გრანდი ამ სტატისტიკაში პირველზე აღარ არის, ბიანკონერის ინტერი უსწრებს.

ამის გარდა, იუვენტუსის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 27-დან 24 წლამდე შემცირდა.