TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სპალეტი:“ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკო სრულიად ჩემი ბრლაია“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ერთა ლიგაზე მოახლოებული მატჩების წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, აძური 6 სექტემბერს საფრანგეთს, 9 სექტემბერს კი ისრაელს დაუპირისპირდება.

„ევროპაზე განცდილი ფიასკო ? ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე, მე ძალიან ცუდი ზაფხული მოქნდა.

„ჩვენ ყველაზე ცუდი მატჩი შვეიცარიასთან გავმართეთ, ამ შეხვედრაში გუნდის მიდგომა და დამოკიდებულება სრულიად მიუღებელი იყო, ჩვენ გუნდის ისტორიასა და მაისურს პატივი არ ვეცით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. ამ ყველაფერში პასუხისმგებელი მე ვარ.

„ევროპის ჩემპიონატზე განცდილი იმედგარცუება 100 პროცენტით ჩემი ბრალია, ფეხბურთელებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით და მათი გაკრიტიკება სრულიად უადგილოა.

„ვფიქრობ, მე მათზე ძალიან დიდი ზეწოლა განვახორციელე და არ მივეცი საშუალება, იტალიის მაისურის ტარებით სიამოვნება მიეღოთ. ამას მომავალში აუცილებლად გავითვალისიწნებ.

„კიეზას დარჩენა განაცხადს მიღმა ? მე კიეზასთან ამ თემაზე ვისაუბრეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მან მითხრა, რომ ლივერპულთან ერთად სპეციალური ვარჯიშები უნდა გააკეთოს და ძველებური ფორმა დაიბრუნოს.

„ტონალი ? ის უკვე დიდი ხანია რეგულარულად ვარჯიშობს. სანდრო არის ფეხბურთელი, რომლის მიმართ ჩვენ უდიდესი ნდობა გვაქვს, ამიტომ ტონალი მომდევნო მატჩებში ჩვენთან ერთად იქნება.

„ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება, თუმცა გუნდი ძალიან მოტივირებულია, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და შეხვედრებს მოუთმენლად ველოდებით.“