TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა სანჩოზე უარი საბოლოოდ თქვა

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაოას აღარ აპირებს.

წყაროს ცნობით, წითელი ეშმაკები ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვდნენ, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით, ჯუნტოლის კი ინგლისელის ამ ფორმულით გაფორმება არ სურს.

იუვენტუსი სანჩოს ალტერნატივას არ ეძებს და გუნდი მიიჩნევს, რომ შემადგენლობა სრულყოფილად არის დაკომპლექტებული.