TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ლივერპული კიეზას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

იუვენტუსი და ლივერპული ფედერიკო კიეზას ტრანსფერის დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ, იტალიელი ფეხბურთელი ინგლისში უკვე გაემგზავრა და სქაუზერთა რიგებს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

ინგლისელები იუვენტუსს კიეზას სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.

კიეზა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 7 მილიონი ევრო იქნება.