TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩო იუვენტუსს უახლოვდება

იტალიური და ბრიტანული წყაროების ცნობით, ჯეიდონ სანჩო იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.

Sky Sport UK-ს ინფორმაციით, ჩელსის ინტერესი ინგლისელის მიმართ არსებობს, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა და იუვენტუსი გამოკვეთილ ფავორიტად მოიაზრება.

მანჩესტერი სანჩოს იჯარით გაშვებასა და მისი ხელფასის ნაწილის გადახდას დათანხმდა, ახლა კი გუნდები მისი გამოსასყიდი თანხის და 1-წლიანი იჯარის ღირებულების თაობაზე მუშაობენ.