TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი სამედიცინო შემოწმებას 11 საათზე გაივლის

ტეუნ კოპმეინერსი J Medical-ს ხვალ იტალიის დროით 11 საათზე ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ბიანკონერის ულტრასთა ჯგუფმა Droughi-მ ტიფოზებს 10:30 საათზე J Medical-თან შეკრება და კოპმეინერსისთვის გრანდიოზული დახვედრის მოწყობა დააანონსა.

კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერი დიდი ალბათობით სამედიცინო შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე საათში დადასტურდება.