TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩის ფიორენტინაში ტრანსფერი ჩაიშალა

იტალიური მედიის ცნობით, ფილიპ კოსტიჩის ფიორენტინაში ტრანსფერი ჩაიშალა.

ნიკოლო სკირას ცნობით, გუნდები სერბის ტრანსფერზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა ფიორენტინას ტიფოზებმა იუვენტუსთან მოლაპარაკებები გააპროტესტეს და როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობამ ქომაგების პოზიცია გაითვალისწინა და კოსტიჩის გაფორმებაზე უარი თქვა.

31 წლის სერბის აგენტი ალტერნატიული ვარიანტების ძიებას უკვე შეუდგა. კოსტიჩს მსურველები არაბეთში ჰყავს, მის მიმართ ინტერესს არ კარგავს კრისტალ პალასიც, თუმცა ამ მომენტისთვის იუვენტუსს კონკრეტული წინადადება არ მიუღია.