TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე მანჩესტერის პასუხს უახლოეს საათებში ელოდება

იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

ბრიტანული წყაროების ცნობით, წითელი ეშმაკები ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდნენ, თუმცა ამის გარდა იუვენტუსი მათგან ფეხბურთელის ხელფასის ნახევარის დაფარვას ითხოვს, რაც ამ მომენტისთვის ერთადერთი დაბრკოლებაა.

ტურინული გრანდი მანჩესტერის ხელმძღვანელობის საბოლოო პასუხს უახლოეს საათებში ელოდება და მოსალოდნელია, რომ სანჩო იუვენტუსში ითამაშებს.

33 views
error: დაცული კონტენტი !