TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სანჩოს იუვენტუსში თამაში სურს

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა.

წყაროს ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა სხვა გუნდების წინადადებებზე უარი თქვა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იუვენტუსში გადასვლას გეგმავს.

გუნდებს შორის ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა იუვენტუსი ინგლისელებს სანჩოს გასამრჯელოს 45-50 პროცენტის დაფარვას სთხოვს, რაც დაახლოებით 5-6 მილიონია.