TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალ-ნასრმა შესნის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ალ-ნასრსა და ტურინულ გრანდს შორის ვოიცეხ შესნის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა.

წყაროს ცნობით, დავიდ ოსპინამ არაბული გუნდის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, შესნი კი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში იუვენტუსი პოლონელის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას მიიღებს.

ალ-ნასრს შესნისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, რომლის მიხედვითაც პოლონელი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით, მისი გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევრო იქნება.