TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ევერტონის ინტერესი არტურის მიმართ სერიოზულია

ევერტონი იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

ფიორენტინაში გატარებული პოზიტიური იჯარის მიუხედავად, ბრაზილიელი ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მის საბოლოო გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ბიანკონერის მის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევროს გამომუშვება სურს.