TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის შემდეგ, იუვე კონტრაქტს მბანგულას გაუხანგრძლივებს

იუვენტუსი უესტონ მაკკენისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს საათებში გააოფიციალურებს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობის მუშაობა აქ არ მთავრდება.

მირო დი ნატალეს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის მაკკენის შემდეგ ახალგაზრდა ტალანტის სამუელ მბანგულას ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 20 წლის ბელგიელის კონტრაქტის 2026 წლიდან 2029 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.