TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ გრინვუდზე უარი ქომაგების პროტესტის გამო თქვა

გასულ დღეებში იუვენტუსს მანჩესტერ იუნაიტედის შემტევს მეისონ გრინვუდს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ტურინულმა გრანდმა ინგლისელი ფეხბურთელის გაფორმებაზე უარი თქვა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობის აზრის შეცვლის მთავარი მიზეზი იუვენტუსის ქომაგების პროტესტი გახლავთ, რომელთა უმეტესობა გრინვუდის გაფორმების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.

გრინვუდის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ნიჭში ეჭვის შეტანა რთულია, თუმცა პირად ცხოვრებაში მისი პრობლემების და არც თუ ისე პოზიტიური წარსულის გამო, იუვენტუსის ტიფოზებს ინგლისელის გუნდში ხილვა არ სურთ.