TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დუგლას ლუისის ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, იუვენტუსი კოპმეინერსზე გადაერთვება

Tuttosport-ის ინფორმაციით, დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვისა და ადრიენ რაბიოს სიტუაციის გარკვევის შემდეგ, იუვენტუსი სრულ კონცენტრაციას ტეუნ კოპმეიენრსზე გააკეთებს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ნიდერლანდელ ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი გასამრჯელო სეზონში 4.5 მილიონი ევრო იქნება.

პრობლემა კვლავ ატალანტას მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევროა, რომლის შემცირებას იუვენტუსი ტრანსფერში დინ ჰეისენის ან მატიას სულეს ჩართვას გეგმავს.