TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაბიო ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს…

ევროპის ტოპ ჩემპიონატებში სეზონი უკვე დაიწყო, იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კი ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს.

ტურინულმა გრანდმა რაბიოსთვის მოთხოვნილი 7.5 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა, ამიტომ ფრანგმა ფეხბურთელმა უკეთესი კონტრაქტის იმედით გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა ის ჯერჯერობით სასურველი თანხის მიღებას ვერ ახერხებს.

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, არც ერთი დაინტერესებული მხარე რაბიოსთვის მოთხოვნილ თანხასთან მიახლოებასაც არ აპირებს და მას ამ მომენტისთვის მსურველები მხოლოდ არაბეთში ჰყავს…