TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა ბარსას უახლოვდება, იუვე სანჩოზე ფიქრობს

იტალიური და ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბლაუგრანა იუვენტუსისა და კიეზას ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას განიხილავს და დიდია ალბათობა, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხუროს.

წყაროს ინფორმაციით, კიეზას გაყიდვის შემდეგ იუვენტუსი მანჩესტერიდან ჯეიდონ სანჩოს გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება, პარალელურად კი გუნდი ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.