TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარსა კიეზას გაფორმებას განიხილავს

ფედერიკო კიეზას აგენტი ახალი გუნდის ძიებას აგრძელებს და ესპანური წყაროების ცნობით, იტალიელი ვინგერის სამსახური ამჯერად ბარსელონას შესთავაზეს.

კიეზა იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინში დარჩენის შემთხვევაში მას მომდევნო სეზონის გატარება მოედანს მიღმა მოუწევს, ამიტომ ფეხბურთელის აგენტი კიეზასთვის ახალი გუნდის პოვნას ცდილობს.

გამოცემა Sport-ის ცნობით, ბლაუგრანა კიეზას გაფორმებას განიხილავს, მაგრამ ამ მომენტისთვის ის ესპანური გრანდის პრიორიტეტი არ არის.