იუვე და რომა ჯალოს ტრანსფერის დეტალებზე მუშაობენ
იუვენტუსსა და რომას შორის ტიაგუ ჯალოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.
რომას ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი, მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში კი 15 პროცენტი დაემატება.
იუვენტუსს თავის მხრივ სურს, რომ გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს, ამის გარდა კი ბიანკონერი პირველ რიგში მილანიდან პიერ კალულუს ტრანსფერის დახურვის მოლოდინშია.