TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოსტიჩისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

იუვენტუსისა და სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი ფილიპ კოსტიჩი დიდი ალბათობით ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

სერბმა ტრავმა ინგლისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და სერბული წყაროების ცნობით, მისი ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

იუვენტუსისთვის კოსტიჩის ტრავმა ორმაგად დიდი პრობლემაა, რადგან ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავდა და თუ მას მძიმე ტრავმა დაუდასტურდა, სერბის გასხვისება გაცილებით გართულდება.

38 views
error: დაცული კონტენტი !