TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მბანგულა სასტარტოში ? მან ეს დაიმსახურა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ კომოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რა ვუთხარი გუნდს მატჩის წინ ? ჩვენ კვირის განმავლობაში მეტოქე კარგად შევისწავლეთ, ვიცით მოედანზე რა უნდა გავაკეთოთ და რა მიზნები გვაქვს.

„მბანგულა სასტარტოში ? ის სასტარტო შემადგენლობაში არის იმიტომ, რომ მან ეს დაიმსახურა, რადგან გასულ კვირებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მჯერა, რომ მას დღეს ძალიან კარგი მატჩი ექნება.

„ილდისი ვლაჰოვიჩის უკან ? დიახ, კენანი ამ პოზიციას შესაბამისად ერგება, მან სივრცეებს უნდა შეუტიოს, მომენტები შექმნას და მეტოქე გუნდის კარს დაემუქროს. მისი აქტიურობა ვლაჰოვიჩს კიდევ უფრო მეტ სივრცეს მისცემს.