TuttoJuve

Juve per sempre sarà

პორტუ კონსეისაუს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს

იუვენტუსსა და პორტუს შორის ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ მომენტისთვის მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პორტუგალიური წყაროების ცნობით, ტურინულ გრანდს ფეხბურთელის 25-30 მილიონ ევროდ გაფორმება სურს, პორტუ კი კონსეისაუს გაშვებას 40 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

გამოცემა Record-ის ცნობით, იუვენტუსს კონკურენციას არაბული გუნდები გაუწევენ, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.