TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა იუვენტუსს გონსალესის თაობაზე საბოლოო პასუხს დღეს გასცემს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფიორენტინას ხელმძღვანელობასა და გუნდის მფლობელს როკო კომისოს შორის შეხვედრა დღეს შედგება, რომლის შემდეგაც ფლორენციელები ნიკო გონსალესის თოაბაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც დაანონსებული იყო, ალბერტ გუდმუნდსონი, ვინც ფიორენტინაში გონსალესის შემცვლელად მოიაზრება, უკვე ფლორენციაშია და უახლოეს საათებში ფიორენტინას რიგებს ოფიციალურად შეუერთდება, რამაც თავის მხრივ გონსალესის ტურინში ტრანსფერი უნდა განბლოკოს.

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და მას კომისოს საბოლოო მწვანე შუქი აბრკოლებს.