პორტუ იუვენტუსის წინადადების მიღებას გეგმას
პორტუგალიური წყაროების ინორმაციით, პორტუ ფრანცისკო კონსეისაუს თაობაზე იუვენტუსის გაუმჯობესებული წინადადების მიღებას გეგმავს.
Recorrd-ის ცნობით, ტურინული გრანდი პორტუგალიელებს ახალგაზრდა ტალანტის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს, მისი შემდგომში 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
პორტუს ფეხბურთელის გაყიდვა 30-35 მილიონად სურს და დიდია ალბათობა, იუვენტუსის ბოლო წინადადება მათ დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს.