TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენიმ შესაძლოა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს და გუნდში დარჩეს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, უესტონ მაკკენის სიტუაცია უახლოეს დღეებში შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

წყაროს ცნობით, ფედერიკო კიეზასგან განსხვავებით, ამერიკელმა ფეხბურთელმა გუნდთან ახლანდელი პირობებით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა და არ არის გამორიცხული, ის ბიანკონერის რიგებში დარჩეს.

ალბანეზეს თქმით, არის შანსი, მაკკენი კომოსთან მატჩში მოედანზეც ვიხილოთ.