მონცა და კომო დე შილიოს ტრანსფერზე მუშაობენ
კრისტიანო ჯუნტოლი იმ ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან და ერთ-ერთი ასეთი მატია დე შილიო გახლავთ.
31 წლის იტალიელი მცველის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერის მის სანაცვლოდ 1.5-2 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
Tuttomercato-ს ცნობით, დე შილიოს მიმართ ინტერესს მონცა და კომო იჩენენ, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 2 მილიონი ევროა.