TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას მიმართ ამ მომენტისთვის ინტერესს რომა და მილანი იჩენენ…

ფედერიკო კიეზა გასულ კვირებში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ამ მომენტისთვის იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ყველაზე მეტად რომა და მილანი აქტიურობენ.

Il Giornale-ს ცნობით, რომა კიეზას პაულო დიბალას შეცვლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებს, თუმცა ფედერიკოს ჯალოროსის რიგებში სათამაშოდ მოთხოვნილი ხელფასის შემცირება მოუწევს.

მილანი თავის მხრივ კიეზას ტრანსფერზე მუშაობის განახლებას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გეგმავს და იმედი აქვს, აგვისტოს ბოლოს მისი ხელში ჩაგდება უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური პირობებით გამოუვა.