მოტა იუვენტუსში ზირკზეეს ტრანსფერს ითხოვს…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას მოთხოვნით, იუვენტუსი ბოლონიას ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს სიტუაციას ყურადრებით აკვირდება და დიდია ალბათობა, ბიანკონერიმ მისი გაფორმება სცადოს.
ზირკზეეს ტრანსფერზე ბოლო დღეებში ყველაზე მეტად მილანი აქტიურობდა, თუმცა როსონერის ახალ მწვრთნელს პაულო ფონსეკას სხვა სტილის ფორვარდის გაფორმება სურს, რასაც ზირკზეეს აგენტის მიერ მოთხოვნილი მსუყე საკომისიო ემატება, ამიტომ ნიდერლანდელის მილანში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის.
გამოცემის ინფორმაციით, ჯოშუას მსურველები ინგლისშიც ჰყავს, რომლებიც მისი გამოსასყიდი თანხის – 40 მილიონი ევროს გადახდას უპრობლემოდ შეძლებენ და არც მისი აგენტის საკომისიოს დაფარვაზე იტყვიან უარს, თუმცა პრობლემა თავად ფეხბურთელის სურვილია, რომელსაც სერია ა-ში დარჩენა სურს…