TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, მაიამის ინტერს უესტონ მაკკენის ტრანსფერში კონკურენციას ფიორენტინა უწევს.

წყაროს ცნობით, თუ ფლორენციელებმა უახლოეს დღეებში სოფიან ამრაბატის გაყიდვა შეძლეს, ფიორენტინა მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს და მის გაფორმებას ეცდება.

იუვენტუსი მაკკენის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც დაინტერესებულ მხარეებს არ გაუჭირდებათ, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის ეკონომიკური მოთხოვნებია, ამერიკელს გასამრჯელოს სახით სეზონში 5 მილიონის მიღება უნდა.