TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და კოპმეინერსი ატალანტაში ო’რაილის ტრანსფერის მოლოდინში არიან…

იუვენტუსმა ატალანტასთან ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ბერგამოელები ნიდერლანდელს მხოლოდ იმის შემდეგ გაუშვებენ, რაც ლა დეა მის შემცვლელს გაიფორმებს.

ატალანტა სელტიკთან მატ ო’რაილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აწარმოებს და მხარეებს შეთანხმებამდე დაახლოებით 3-4 მილიონი ევრო აშორებთ.

კოპმეიენრსი იუვენტუსში დაახლოებით 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.