TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესის გაფორმება გალენოს ტრანსფერს არ გამორიცხავს

იუვენტუსი ფიორენტინას გარემარბის ნიკო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა არგენტინელის გაფორმება პორტუდან გალენოს ტურინში გადაბარგებას არ გამორიცხავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი ფედერიკო კიეზას სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული და თუ გუნდმა იტალიელის გაყიდვა შეძლო, კრისტიანო ჯუნტოლი გალენოს ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს.

პორტუ ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.