TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი იუვენტუსს უახლოვდება

ფიორენტინას მარჯვენა ვინგერი ნიკო გონსალესი იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.

Sky Sport-ის ცნობით, გუნდებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ტურინულ გრანდს არგენტინელი ფეხბურთელის გაფორმება 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

ფიორენტინა გონსალესის ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქს მას შემდეგ აუნთებს, რაც ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონს გაიფორმებს, ის გონსალესის შემცვლელად მოიაზრება.

ნიკო იუვენტუსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.