TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა მაკკენის დარწმუნებას ცდილობს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფიორენტინა უესტონ მაკკენის ტრანსფერზე მუშაობს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის ამერიკელი ნახევარმცველის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და თუ ფლორენციელებმა მაკკენისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმეს, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება.

პრობლემა უესტონის მიერ მოთხოვნილი 5 მილიონი ევროა, ფიორენტინა კი იმედოვნებს, რომ ის სეზონშ 3 მილიონს დაჯერდება.