TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენი მოთხოვნილი მაღალი ხელფასის გამო ახალ გუნდს ვერ პოულობს

იუვენტუსი უესტონ მაკკენის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა დააფიქსირა, თუმცა ამერიკელი ნახევარმცველის ფინანსური მოთხოვნები ამ მოემნტისთვის მის გაყიდვას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მაკკენი ხელფასის სახით წლიურად 5 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს.

შეგახსენებთ, მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და დიდია ალბათობა, მან გუნდი მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.