TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლის მისია: 20 დღე და მინიმუმ 4 ტრანსფერი…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი მომდევნო 20 დღეში 4 მნიშვნელოვანი ტრანსფერის დახურვას გეგმავს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი უახლოეს საათებში ნიცასთან ჟან კლერ ტოდიბოს თაობაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას ეცდება, რის შემდეგაც მისი ყურადღება სრულად ტეუნ კოპმეიენრსზე გადავა.

როგორც ჯან პიერო გასპერინიმ აღნიშნა (იხილეთ აქ), კოპმეიენრსმა ატალანტასთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა, რადგან მას იუვენტუსში თამაში სურს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლა დეამ ფეხბურთელის ძალით შენარჩუნება მოისურვოს.

ნიდერლანდელის გაფორმების შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტი შეტევის ფლანგების გაძლიერება იქნება. ტურინული გრანდის პრიორიტეტები ამ მომენტისთვის ნიკო გონსალესი და გალენო არიან, თუმცა სახელები ამ პოზიციებზე შესაძლოა შეიცვალოს.