ლოტიტომ კიეზას ლაციოში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
გასულ დღეებში ფედერიკო კიეზა არაერთ გუნდს, მათ შორის რომის ლაციოს დაუკავშირეს.
ამ თემაზე კომენტარი ბიანკოჩელესეტის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გააკეთა.
„კიეზა ლაციოში ? ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი ფეხბურთელის გაფორმება, ვინც სეზონში გასამრჯელოს სახით 7-8 მილიონ ევროს ითხოვს.“
ლაციოს გარდა, კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს რომა, თუმცა ამ მომენტისთვის იუვენტუსს კონკრეტული წინადადება არ მიუღია.