TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ტოდიბოს ტრანსფერი დახურა, შემდეგი კოპმეინერსია

არაერთი გავლენიანი წყაროს, მათ შორის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟან კლერ ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად დახურულია.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ნიცაში ფრანგული გუნდის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.

იუვენტუსი ტოდიბოს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, ბიანკონერის შემდეგი სამიზნე კი ტეუნ კოპმეიენრსია.