სეკულოვი იუვენტუსს ტოვებს
იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ნიკოლა სეკულოვი ტურინულ გრანდს ტოვებს.
SportItalia-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი სამპდორიას რიგებს 1.7 მილიონი ევროსა და გარკვეული ბონუსების სანაცვლოდ შეუერთდება.
გამოცემის ცნობით, იუვენტუსს მომავალში ფეხბურთელის უკან დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.