იუვენტუსმა გალენოსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და გალენო პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსში გადასვლის შემთხვევაში ბრაზილიელი ვინგერი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით, ფეხბურთელის გასამრჯელო სეზონში 3 მილიონი და ბონუსები იქნება.
მოლაპარაკებები გრძელდება პორტუსთან, პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვენ, თუმცა გარკვეულ დათმობაზე წასვლის წინააღმდეგები არ არიან.