TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მუჰარემოვიჩი ჯენოას უახლოვდება

ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსსა და ჯენოას შორის ახალგაზრდა ტალანტის ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

NextGen-ის კაპიტანმა გასულ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მას მსურველების რიგი უდგას, იუვენტუსი კი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, რაც მას განვითარების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა ჯენოას ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა, თუმცა იუვე ფეხბურთელზე კონტროლის დაკარგვას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ტარიკის უკან გამოსყიდვის საშუალება ექნება.