TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოზიტიური შეხვედრა ჯუნტოლისა და გალენოს აგენტს შორის

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს კრისტიანო ჯუნტოლისა და გალენოს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინული გრანდის რიგებშ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებებს პორტუსთან დაიწყებს. პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვენ, თუმცა მის 30 მილიონად გაყიდვაზე უარს არ იტყვიან.