TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალენომ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

ალფრედო პედულას ინფორმაციით, პორტუს გარემარბმა გალენომ იუვენტუსში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლისა და ფეხბურთელის აგენტს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი გაიმართა და მათ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

იუვენტუსს პორტუსთვის ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, რადგან ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის ტოდიბო-კოპმეინერსის დუეტის ტრანსფერზეა გადართული.