TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის იუვენტუსის უფასოდ დატოვება უნდა

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი უესტონ მაკკენის გაყიდვას ამერიკელი ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების გამო ვერ ახერხებს.

წყაროს ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა მაკკენი ხელფასის სახით 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც არც ერთ დაინტერესებულ მხარეს არ სურს.

მაკკენი მომდევნო სეზონში იუვენტუსში დარჩენას, შემდეგ კი გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას განიხილავს, რითიც ის გაცილებით კარგ კონტრაქტს მიიღებს.