TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ჩელსისთან ბროიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჩელსის შორის ალბანელი ფორვარდის არმანდო ბროიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი არკადიუშ მილიკის გაყიდვას ცდილობს და პოლონელი ფორვარდის წასვლის შემთხვევაში ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე პრიორიტეტი სწორედ ჩელსის შემტევი იქნება.

ბალძარინის თქმით, ჩელსის ფეხბურთელის 20-25 მილიონად გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, იუვენტუსი კი მის იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

29 views
error: დაცული კონტენტი !