TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გალათასარაი მაკკენის ტრანსფერზე არ მუშაობს

იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, გასულ საათებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ გალათასარაი იუვენტუსს უესტონ მაკკენის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობდა, სიმართლე არ არის.

წყაროს ცნობით, თურქული გუნდის ინტერესი მაკკენის მიმართ არსებობს, თუმცა ამ მომენტისთვის გუნდებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მაკკენის ტრანსფერით დაინტერესებული გუნდი ფიორენტინაა, ფლორენციელები ამერიკელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობენ და მზად არიან, იუვენტუსს მის სანაცვლოდ 12-13 მილიონი ევრო გადაუხადონ.