კინი-მორატას ბარტერი რეალურ სახეს იღებს
იტალიური წყაროების შემდეგ, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის კინი-მორატას ბარტერის თაობაზე ესპანურ მედიაშიც ალაპარაკდნენ.
Todofichajes-ის ინფორმაციით, მადრიდელები კინის მიმართ ინტერესს არ კარგავენ და მის სანაცვლოდ ტურინში ალვარო მორატას გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებების განახლება ევროპის ჩემპიონატის მიწურულს იგეგმება და დიდია ალბათობა, რომ ესპანელი ფორვარდი იუვენტუსის რიგებს მესამედ დაუბრუნდეს.