TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის ფინანსური მოთხოვნები მის ფიორენტინაში ტრანსფერს ართულებს

ფიორენტინა და იუვენტუსი უესტონ მაკკენის ტრანსფერის თაობაზე წინ მიიწევენ, თუმცა პრობლემას ამერიკელი ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი ხელფასი ქმნის.

La Nazione-ს ინფორმაციით, მაკკენი კარიერის ფლორენციაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის წლიური გასამრჯელოს სახით 3.5 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იებს არ სურთ.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის ტრანსფერის დეტალებზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი ბონუსების ჩათვლით 12-13 მილიონს მიიღებს, ახლა კი ფიორენტინას საერთ ენის გამონახვა მაკკენისთან მოუწევს.